ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი:
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი,მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია თბილისში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. აგებულია 1932-1935 წლებში,1955-56 წწ განიცადა მცირე, ხოლო 1970-იანებში ძირეული გადაკეთება და ხელახლა გაიხსნა 1976, 26 სექტემბერს.აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში.სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი:
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი “ლოკომოტივი”.საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივის” საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.
გივი კილაძეს სახელობის სტადიონი:
გივი კილაძის სტადიონი — სპორტული სტადიონი ქუთაისში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს საშინაო მოედანი. იტევს 19,400 მაყურებელს.
2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14000 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა. წყარო
2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14000 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა. წყარო