რაგბის ისტორია


რაგბი (ინგლ. – rugby –ქალაქი ინგლისში). გუნდური სპორტული თამაში, ოვალური ბურთით. მოთამაშეთა მიზანია მოწინაა\რმდეგის კარში რაც შეიძლება მეტი ბურთის გატანა ან პირით ხაზს იქით დამიწება.
გადმოცემით რაგბი დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს. 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, რომელიც ინგლისის ქალაქ რაგბის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, წესი დაარღვია – ბურთს ხელი სტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა, რითაც დასაბამი დაუდო სპორტის ახალ სახეობას. სადღეისო ეს ვერსია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარი ჯილდო, მსოფლიოს თასი, მაინც ელის სახელს ატარებს, რაგბის კოლეჯის კედელს კი ისევ ამშვენებს მემორიალური დაფა წარწერით: “დაე, ეს დაფა გვახსენებდეს უილიამ უებ ელისის დიდებულ საქციელს, ვინც გაბედა წესის დარღვევა, ხელში აიტაცა ბურთი და გაიქცა. ასე წარმოიშვა თამაში რაგბი 1823 წელს. “ სინამდვილეში თანამედროვე რაგბისა და ფეხბურთის წინამორბედი, მართლაც ერთი თამაში იყო სახელწოდებით football. თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს ქალაქ რაგბის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ პირველად დაწერა თამაშის წესები. აქედან მომდინარეობს თამაშის ოფიციალური სახელწოდება –rugby-football. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდა, გუნდები მატჩის წინ თანხმდებოდნენ, როგორ ეთამაშათ – ფეხბირთის თუ რაგბი-ფეხბურთის წესებით. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში შეიძლებოდა ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა, ფეხბურთში – მხოლოდ დაჭერა. 1863 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში.
1871 წელს დაფუძნდა ინგლისის რაგბის კავშირი (RFU), რომელმაც 21 ინგლისური კლუბი გააერთიანა. კავშIრმა შეადგინა და გამოაქვეყნა თამაშის ოფიციალური წესები. იმავე წელლს გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. 1873 წელს რაგბის კავშირი შეიქმნა შოტლანდიაში. 1875 წელს –ირლანდიაში, 1886 წელს დაფუძნდა რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRFB, შემდეგ – IRB), რომელმაც დაიწყო ზრუნვა წესების საყოველთაო სტანდარტიზაციისათვის.
1934 წელს შეიქმნა სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია (FIRA) 1900, 1908, 1920, 1924 წლებში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. 1997 წელს სოკი-ის სესიაზე რაგბი კვლავ აღიარეს სპორტის ოლიმპიურ სახეობად. რაგბის წესები თამაშის განვითარების კვალობაზე იცვლება. რაგბი ყველაზე დიდხანს, 1995 წლამდე რჩებოდა სამოყვარულო სპორტად. ამ სახეობის მესვეურნი შიშობდნენ, რომ ფულისთვის თამაში წარყვნიდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ტრადიციულ ურთიერთობებს, ამავე მიზეზით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მსოფლიოს თასის გათამაშების გამართვა, მხოლოდ დაარსებიდან 100 წლის თავზე, 1996 წელს გადაწყვიტა. მანამდე ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი, ისიც მხოლოდ ევროპის გუნდებისთვის, ხუთი ერის პირველობა იყო, რომელიც 1921 წლიდან იმართება. ამჟამად მას ექვსი ერის პირველობა ჰქვია. მონაწილეობენ: ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი და იტალია.
მსოფლიოს თასის გათამაშებამდე სანაკრებო რაგბის მთავარი მოვლენა იყო ტურნე – ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული გუნდი რამდენიმე თვით მიემგზავრებოდა სხვა ქვეყანაში, სადაც ხვდებოდა პროვინციების გუნდებს, მთავარი კი იყო რამდენიმე შეხვედრა ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის – ე. წ. ტესტ-მატჩი. ტურნეების ხანგრძლივობამ და მატჩების რაოდენობამ დროთა განმავლობაში იკლო, მაგრამ ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა: ყოველი წლის ივნისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები მიემგზავრებიან სამხრეთში, ნოემბერში კი პირიქით. 20 საუკუნის 60-იან წლებში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება საკლუბო გუნდებს შორის. მორაგბე ქალთა შეჯიბრება მსოფლიოს თასისთვის პირველად 1991 წელს შეიქმნა.
რაგბის საერთაშორისო საბჭო ((International Rugby Board – IRB) დაარსდა 1886 წელს. დამფუძნებელი ქვეყნები: ირლანდია, უელსი და შოტლანდია. 1986 წლამდე საბჭოში სულ 8 წევრი იყო (დაფუძნებელთა გარდა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინგლისი, სამხრეთი აფრიკა და საფრანგეთი). აერთიანებს 95 ქვეყნის ფედერაცია და 6 რეგიონალურ ორგანიზაციას.

საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა.
პირველი შეჯიბრება თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა. 1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშიIრო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშც თბილისის “განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი გუნდი “დინამო”. 1966 წელს სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში თბილისის “დინამომ” (მწვრთნელი – გივი მრელაშვილი) II ადგილზე გავიდა. 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის მასწავლებელთა ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა მოაწყო ტურნე უცხოეთში. (თბილისის “დინამო”, 3 გამარჯვება პოლონეთში). 1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.
1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. 1980-იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა “აია”. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987, 88, 89) გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90) წლებში. სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშOბდნენ საქართველოს მორაგბეები: თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუთიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.
1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბამბვეს ნაკრებთან 16:3. მწვრთნელი იყო დავიტ კილასონია, პირველი კაპიტანი –ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების ტურნე ზიმბამბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატივეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძIნა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო “ევროპის ერთა თასი”, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მეშვიდე გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
1988 წელს თბილისში, ვაკის სტადიონზე გაიმართა შვიდკაცა რაგბის პირველი ტურნირი. 2001 წელს საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და 24 გუნდში X ადგილი დაიკავა.

საქართველოს რაგბის კავშირი. დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) გაერთიანდა 1992 წლის 27 თებერვალს. პრეზიდენტები: ნუგზარ ენდელაძე, (1991-93), მურმან ომანიძე (1993-95), ბიძIნა გეგიძე (1995-2004), მერაბ ანთაძე (2004 წლიდან).

შეჯიბრების წესები:
თამაშობს ორი 15-15 კაციანი გუნდი 100 70მ მოედანზე, რომელზეც აუტის ხაზებს შორის გავლებულია კარის ხაზი, 5მ და 15მ ნიშნული. კარის ხაზს უკან, მოედნის მთელ სიგანეზე მონიშნულია ლელოს არე, რომლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 22მ. კარი შედგება ორი ვერტიკალური ძელისა (მინ. სიმაღლე – 3,4მ, სიგანე – 5,6მ) და მათ შორის 3 მეტრის სიმაღლეზე გადებული ჰორიზონტალური ხარიხისაგან. ბურთი ოვალურია, მზადდება ტყავის ან მსგავსი სინთეტიკისაგან: სიგრძე – 280-300მმ. გრძივი გარშემოწერილობა – 580-620მმ, წონა – 400 – 440გრ. შეხვედრა შედგება ორი ტაიმისაგან (თითოეული 40-40 წუთი).
გუნდში 15 ძირითადი და 7 სათადარიგო მოთამაშეა. შვიდივეს შეცვლა ნებადართულია. მოქმედებს დროებითი შეცვლის წესიც, იმ შემთხვევისათვის, თუ მოთამაშეს სისხლი წამოუვა. 15 მორაგბეში 8 მორკინალია და7 უკანა ხაზელი. ნომრებს შეესაბამება შემდეგი ამპლუები:
შერკინება. 1, 2, 3 (სათადარიგო 16, 17) – I ხაზი: 1 – თავღია ბურჯი; 2 _ კვაჭი; 3 – თავშებორკილი ბურჯი.; 4, 5 (18) – მეორე ხაზელები; 6, 7, 8 (19) – მესამე ხაზი: 6 – მოკლე ფრთა; 7 – გრძელი ფრთა; 8 – შერკინების შემკვრელი, 8 ნომერი.
უკანა ხაზი. 9 (20) – შერკინების ნახევარმცველი, ჰაუბეკი 9 ნომერი; 10, 12, 13 (21) – შუაბეკები: 10 – გარენახევარმცველი, 10 ნომერი; 12 – პირველი შუამარბი; 13 – მეორე შუამარბი; 11, 14, 15 (22) უკანა ბეკები: 11 – მარცხენა გარემარბი; 14 – მარჯვენა გარემარბი, 15 – ფულბეკი, 15 ნომერი.
გუნდა 5 ქულა ერიცხება ლელოს გატანისთვის – მოწინააღმდეგის კარის ხაზს მიღმა, ლელოს არეში ბურთის შეტანისა და დამიწებისათვის; 2 ქულა – გარდასახვისათვის, ლელოს გატანის ადგილზე წარმოსახვითი ხაზის ნებისმიერი წერტილიდან დარტყმით ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისათვის; 3 ქულა ერიცხება მეტოქის დაჯარიმების შემდეგ, ჯარიმის ადგილიდან ან უფრო უკნიდან, მიწიდან ან არეკნით დარტყმით ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისათვის; ასევე 3 ქულა ერიცხება ღია თამაშის დროს ხელიდან გაშვებული და არეკნილი ბურთის მეტოქის კარის არეში გატარებისთვის. ქულათა დარიცხვის ეს წესი მოქმედებს 1992 წლიდან.
რაგბიში ბურთის წინ გადაწოდება აკრძალულია. ნებისმიერ ვითარებაში მოქმედებს თამაშგარე მდგომარეობის წესი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ბურთიან თავდამსხმელზე წინ არც ერთი თანაგუნდელი არ უნდა იყოს. გუნდს წინ წაწევა შეუძლია მეტოქეზე მიძალებით, ხელდახელ ბურთოაბითა და ბურთის ფეხით დარტყმით. თავის დამცველ გუნდს შეუძლია ბურთიანი მეტოქის შებოჭვა და წაქცევა. თამაშში ხშირად იქმნება სტანდარტული სიტუაციები. წინ თამაშის ან ბურთის შეფერხების გამო ინიშნება შერკინება, რომელშიც ორივე მხრიდან 8-8 მორკინალი მონაწილეობს. ბურთის აუტზე გასვლისას მის მოსაპოვებლად ეწყობა ე.წ. დერეფანი. ბურთიანი მოთამაშის შებოჭვის შემთხვევაში იწყება ბურთისთვის ჯგუფური ბრძოლა, რომელსაც ეწოდება რაკი ან მოლი. უხეში თამაშისათვის მორაგბე შეიძლება გააძევონ 10 წუთით ან თამაშის ბოლომდე.

მსოფლიოს თასი. იგივე მსოფლიოს ჩემპიონატი. რაგბის მთავარი შეჯიბრება. დაწესდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დაარსებიდან 100 წლის შემდეგ. პირველ გათამაშებას 1987 წელს უმასპინძლეს ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ.
მსოფლიოს თასის (ჩემპიონატის) ფინალები: 1987 ოკლენდი (ახალი ზელანდია): ახალი ზელანდია – საფრანგეთი 29:9; 1991 თვიქნემი (ინგლისი): ავსტრალია ინგლისი 12:6, 1995 იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა): სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია 15:12; 1999 კარდიფი (უელსი): ავსტრალია – საფრანგეთი 35:12; 2003 სიდნეი (ავსტრალია): ინგლისი ავსტრალია 20:17.

ექვსი ერის პირველობა (2000წლამდე 5 ერის პირველობა). მსოფლიოში უძველესი საერთაშორისო შეჯიბრება, ევროპის არაოფიციალური პირველობა. იმართება 1910 წლიდან ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ირლანდიის და საფრანგეთის ნაკრებების მონაწილეობით. 2000 წლიდან დაემატა იტალია. 1993 წლამდე ტურნირი არაოფიციალური იყო. ქულათა თანაბრობის შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდებოდა ორი ან რამდენიმე გუნდიც. მაგ., 1978 წელს ხუთივე გუნდმა ორ-ორი მატჩი მოიგო. და ხუთივეს პირველობა მიაკუთვნეს. ყველა თამაშის მომგებ გუნდს პირველობასთან ერთად ერგება სიმბოლური ჯილდო – “გრანდ სლემი”. 1993 წელს დაწესდა ოფიციალური ჯილდო – თასი და დაიწერა დებულებაც, რომლის მიხედვითაც ქულათა თანაბრობის დროს ითვალისწინებდნენ ჯერ ბურთების სხვაობას, შემდეგ კი – გატანილ ლელოთა რიცხვს.
გამარჯვებულები (1910-2005): ინგლისი 28 – ჯერ ( 20 – ჯერ ერთპიროვნულად, 12 – ჯერ გრანდსლემით; უელსი – 24 (17,7); საფრანგეთი _ 22 (14,8), შოტლანდია _ 12 (5,3); ირლანდია -11 (5,1).

ზე-12 (სუპერ – 12). სამი ქვეყნის – ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციათაშორის პირველობა, მსოფლიო საკლუბი რაგბის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება. 1995 წლამდე იმართებოდა ზე-6 და ზე-10, ხოლო 1996 წლიდან დადგინდა თორმეტგუნდიანი ფორმატი – ერთწერდ და შემდგომი ოთხგუნდიანი პლეი-ოფით. მონაწილეობს ახალი ზელანდიის 5, ავსტრალიის – 3 და სამხრეთ აფრიკის 4 გუნდი. 2006 წლიდან შეჯიბრებას 2 (ავსტრალიური და სამხრეთ აფრიკული) გუნდიც დაემატება და ზე-14-ად იქცევა.
გამარჯვებულები: “ბლუზი” (ოკლენდი, ახალი ზელანდია) – 1996-1997-2003; “კრუზეიდერსი” (ქრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია) – 1998-1999-2000-2002-2005; “ბრამბიზი” (კანბერა, ავსტრალია) – 2001-2004.

ბლედისოუს თასი (Bledisloe Cup). გარდამავალი ჯილდო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა შორის. 1931 წელს დააწესა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორმა, ლორდმა ბლედისლოუმ. ჯილდო თამაშდებოდა ერთ მატჩში ან ორ-სამ მატჩიან სერიაში. სერიის ფრედ დამთავრების შემთხვევაში თასს მფლობელი ინარჩუნებს. 1996 წლიდან თასი თამაშდება სამი ერის პირველობის ფარგლებში, ორმატჩიან სერიაში. 1931-2004 წლებში ახალმა ზელანდიამ თასი მოიგო 34-ჯერ, ავსტრალიან 12-ჯერ. სულ ჩატარდა 102 თამაში: ახალი ზელანდია – 68 მოგება, ავსტრალია – 30, ოთხი ფრე.

ევროპის ერთა თასი. რანგით მეორე ევროპული შეჯიბრება ევროპის ექვსი ერის პირველობის შემდეგ. მონაწილეობს 6 გუნდი. თამაშდება 200ო წლიდან, 2003 წლიდან ორწლიანი ციკლით. გამარჯვებულები: 2000 – რუმინეთი, 2001 – საქართველო, 2002 – რუმინეთი, 2004 – პორტუგალია.

სამი ერის პირველობა. ყველწლიური ტურნირი სამხრეთნახევარსფეროს სამი უძლიერესი გუნდის – ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის მონაწილეობით. თამაშობენ ივლის-აგვისტოში, ორ წრედ. ქულათა დარიცხვის სისტემა: მოგება 4 ქულა, ფრე – 1,7 და ნაკლები ქულით წაგება – 1, მეოთხე ლელო – 1. გამარჯვებულები: ახალი ზელანდია – 1996-97-99-2002-03; სამხრეთი აფრიკა – 1998-2004; ავსტრალია – 2001-2002.

კალკუტის თასი (Calcutta Cup). უძველესი საერთაშორის პიზი. თამაშდება 1878 წლიდან ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩში. 1910 წლიდან ხუთი (ექვსი) ერის პირველობის ფარგლებში. პირველი მატჩი 1878 წელს ფრედ, 0-0 დასრულდა. 2005 წლამდე სულ ჩატარდა 102 თამაში: ინგლისი 62 მოგება, შოტლანდია – 38, 15 ფრე.

ჰაინეკენის თასი (Heineken Cup). ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრება. ატარებს მთავარი სპონსორის სახელს. დაარსდა 1995 წელს. მონაწილეობენ ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის უძლიერესი გუნდები (პირველ გათამაშებაში რუმინელებიც გამოდიოდნენ). გამარჯვებულები: 1996 – ტულუზი (საფრანგეთი), 1997 – ბრივი (საფრანგეთი), 1998 – ბათი (ინგლისი), 1999 – ალსტერი (ირლანდია), 2000 – ნორთჰემპტონი (ინგლისი), 2001-2002 – ლეხტერი (ინგლისი), 2003 – ტულუზი (საფრანგეთი), 2004 – ვოსფსი (ინგლისი), 2005 – ტულუზი (საფრანგეთი).
საქართველოს ჩემპიონათი. ტურნირის გამართვა 1967 წლიდან დაიწყო. ცალკე გამოიყოფა 1990 წლამდე პერიოდი. მანამდე მოწინავე ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში თამაშობდნენ, რის გამოც ზოგჯერ საქართველოს პირველობაში ყველა უძლიერესი ქართული გუნდი არ მონაწილეობდა. ჩემპიონთა ნუსხა ასეთია: დინამო/ივერია, თბილისი – 1967-70-71-73-74-75-76; ლოკომოტივი, თბილისი – 1968-72-77; დინამო/სახლმშენი/აია, ქუთაისი – 1969-78-82-84-85; უნივერსიტეტი, თბილისი – 1980; სამედიცინო, თბილისი – 1981-87; ჯარი – 1985-88; აისი/გელათი, ქუთაისი – 1986-89. 1990 წლიდან ტარდება ეროვნული ჩემპიონატი.

საქართველოს თასი. ამ შეჯიბრების ისტორიაც იგივე ანალოგიური პრინციპით იყოფა, დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. საბჭოური პერიოდში თასის მფლობელები იყვნენ: პოლიტექნიკური ინსტიტუტე (ახლანდ. ყოჩები), თბილისი – 1978-79-80; უნივერსიტეტი, თბილისი – 1981. ამის შემდეგ თასი 1992 წელს გათამაშდა და